იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილება 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის, თითოელ მოქალაქეს 10 000-დან, 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.