იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანმა გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა თავიანთი უწყებების თანამშრომლობის ტრადიციებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა მართლმსაჯულების რეფორმის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.