ომეგას ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პირველი არხის ეთერში.
თეა წულუკიანის განცხადებით, ოქრუაშვილს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გარკვეულ მედიასაშუალებებს ან პოლიტიკურ ჯგუფებს დაუკავშირდა. მინისტრის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულყოფილად, რათა პასუხები გაეცეს იმ ბრალდებებს, რომლებიც ხელისულების მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ისმის.