იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებულ ფორუმს, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.