იური ლუცენკო: სააკაშვილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის მხრიდან არ არის ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეჭვმიტანილია მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. იური ლუცენკოს თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.