„ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“ – სამხატვრო აკადემიაში იმ პროექტების ავტორთა კონფერენცია და მასტერკლასები დაიწყო, რომლებმაც გაიმარჯვეს იუნესკო-ს ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამაში და დაფინანსება მოიპოვეს. პროექტში ტექსტილის ოსტატები, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, მოყვარულები, პანკისისა და დუშეთის რეგიონის ქართული ტექსტილის ოსტატები და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები მონაწილეობენ. მიზანი, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების და კულტურული ტურიზმის განვითარებაა. 2017 წელს, ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.