იუნესკო-მ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო

იუნესკო-მ ისრაელისგან ორგანიზაციის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. ამის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა და მწუხარება გამოთქვა. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრიდან შევა. მთავრობა, არგუმენტად იუნესკო-ს მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო ქმედებებს ასახელებს.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წევრი 2018 წლის 31 დეკემბრიდან აღარც ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიზეზად იუნესკო-ს მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოებული პოზიცია და საწევროს მაღალი გადასახადი დაასახელა.