იუდეველებისთვის დღეს პასექის დღესასწაული სრულდება - როგორ აღნიშნავენ მას ქართველი ებრაელები
იუდეველებისთვის დღეს ფესახის, იგივე პასექის დღესასწაული სრულდება. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტელთა მიერ 400-წლიანი მონობისგან თავის დაღწევას და თავისუფლების მოპოვებას უკავშირდება.
პასექის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. სუფრის მთავარი სიმბოლო უფუარი პური – მაცაა, რომელსაც მორწმუნები სადღესასწაულო დღეების განმავლობაში მიირთმევენ.
სხვა რა ტრადიციებს უკავშირდება პასექი და როგორ აღნიშნავენ მას ქართველი ებრაელები, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.