იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.

იტალიის ხელისუფლების ახალი ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.