ისტორიული შენობების რეაბილიტაცია აბასთუმანში

აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძველ სანატორიუმსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ 17 სახლს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. არქიტექტორ-რესტავრატორებს შენობებზე დაზიანებული ჩუქურთმებისა და ორნამენტების აღდგენა ან ზოგ შემთხევაში ახლის გაკეთება უწევთ.

ისტორიული სახლების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

ეთა მამალაშვილი გიამბობთ.