ისტორიული მატჩი - საქართველო ევრო 2024-ზე - ლევან ღუდუშაურის ჩართვა დორტმუნდიდან

5 საათი ისტორიულ მატჩამდე. დღეს ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ, დორტმუნდში გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. დორტმუნდში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრებს ტრიბუნებიდან გაამხნევებენ.

ქომაგები ამ წუთებში „ვესტპარკში“ იკრიბებიან და სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ.