„ჯორჯიან ეარვეისი“ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს წყვეტს. თუმცა, ავიაკომპანია ფრენებს კვიპროსიდან განახორციელებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა განაცხადა. ლაშა ჟვანიას თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია კვლავ ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.