ისრაელში საჰაერო განგაში დღეს ისევ გამოცხადდა. ღამის განმავლობაში ღაზის სექტორზე განხორციელებულ 200 დარტყმას რადიკალური დაჯგუფების პასუხი მოჰყვა. ისრაელის ქალაქ ბერშევას მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ოფიციალური თელ-ავივი იუწყება, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. საერთაშორისო თანამეგობრობა „ჰამასის“ მოქმედებას გმობს და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.