ვითარება ისრაელში – საჰაერო განგაში დღეს ისევ გამოცხადდა

15:06, 10.10.2023

ისრაელში საჰაერო განგაში დღეს ისევ გამოცხადდა. ღამის განმავლობაში ღაზის სექტორზე განხორციელებულ 200 დარტყმას რადიკალური დაჯგუფების პასუხი მოჰყვა. ისრაელის ქალაქ ბერშევას მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ოფიციალური თელ-ავივი იუწყება, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. საერთაშორისო თანამეგობრობა „ჰამასის“ მოქმედებას გმობს და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მსგავსი