ისრაელის სახლში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მსჯელობენ
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მსჯელობენ ამ წუთებში ისრაელის სახლში.
პრეზენტაცია ისრაელის 40 ტურისტული სააგენტოსთვის იმართება. პროექტი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს მოიცავს. შეხვედრაზე ამ თემაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც წარადგენენ.
არსებული ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 120 000 – ს გადააჭარბა.