ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს დაემუქრა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ისრაელი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანის მმართველი რეჟიმი საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს. მისივე თქმით, ირანის აგრესიამ ერთადერთი დადებითი შედეგი გამოიღო, მან დააახლოვა არაბები და ებრაელები ისე როგორც არასდროს და ეს შეიძლება ისრაელი-პალესტინის ურთიერთობებზეც აისახოს.
ნეთანიაჰუს მუქარას მიუნხენშივე უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზარიფმა ნეთანიჰუს გამოსვლა საცირკო წარმოდგენას შეადარა.