ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩავიდა და სოფელ ოძისთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

დილიდან კი ორ ქვეყანას შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში, ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. დისკუსია გაიმართება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

შეგახსენებთ, ის გუშინ შეხვდა პრეზიდენტს, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის შესაძლო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე. ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტს მმართველ გუნდში აფასებენ.