იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლების მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მაისს მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
უწყების ცნობით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის მართვის – გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სწორედ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში.
რა მოლოდინები აქვთ დღევანდელი შეხვედრისგან მშობლებს, თემის დეტალებით თამუნა ნადარეიშვილი.