წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების შემთხვევები. ისფედ-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.