ირმა ინაშვილი 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრების კომპრომატად წარმოჩენას, ოპოზიციური პარტიებისა და ზოგიერთი ტელევიზიის დანაშაულს უწოდებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა განაცხადა, ამ კადრებით დადასტურდა, რომ ციხეებში პატიმართა მასობრივი წამება ხდებოდა, რასაც 2012 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
ირმა ინაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ციხეებში არსებული ვითარება მიხეილ სააკაშვილმა სისტემის მარცხად აღიარა და დღეს ოპოზიცია გავრცელებულ კადრებს კომპრომატს უწოდებს, დანაშაულია, რაზეც პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.