IRI-ის კვლევის შედეგები - შეფასებები

IRI-ის კვლევის შედეგებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციას გასული წლების არჩევნების შედეგებს ახსენებს და ამბობს, რომ კვლევების შემდეგ, ოპოზიციის სიხარული, არჩევნების დღეს გულისტკენით იცვლება. ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებთ, ირაკლი კობახიძის შეფასებით, კვლევა გაყალბებულია და მისი მიზანი საკითხის ისე წარმოჩენაა, თითქოს მმართველ გუნდს რეიტინგი რადიკალურად შეუმცირდა.

ოპოზიციის ნაწილისთვის კი კვლევა სანდოა და „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი აღარ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმასაც ამბობენ, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი პერიოდი დგება.