IRI-ის კვლევა - მოლაპარაკების პერსპექტივა

IRI-ის კვლევა პოლიტიკოსების შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გამოკითხვის შედეგები სრულად არ ასახავს მოსახლეობის განწყობას, თუმცა ტენდენცია ცხადყოფს, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. შედეგების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ტაქტიკის შეცვლას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42 პროცენტი – „სრულიად არ უჭერს მხარს“ და 18 პროცენტი – „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. მონაცემები შეგროვდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი 2,5 პროცენტია.

მოამბე