კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით რვა ადამიანი დაიღუპა, 43 კი ინფიცირებულია.