ირანში ანტისამთავრობო აქციას ტრამპი გამოეხმაურა

დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ირანელ ხალხს, ინგლისურ და სპარსულ ენებზე მიმართა: „მამაც და დიდი ხნის ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან, თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს ამას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.