აშშ-ს და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება.
ვაშინგტონის მიერ ირანის არმიის დანაყოფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა თეირანმაც. ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან დღეს მუქარის შემცველი განცხადებებიც გაკეთდა. ირანის ხელისუფლება აშშ-ს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაშიც ადანაშაულებს.
არანაკლებ მწვავეა ვაშინგტონის რეაქცია.