ირანის დიპლომატიურ უწყებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს.
თეირანში აინტერესებთ, რა მიზეზით გააბრუნეს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ორ დეკემბერს 200-მდე მოქალაქე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს საბუთები წესრიგში ჰქონდა. დეპორტირებულთა საკითხის გარკვევა სამინისტრომ ირანის საელჩოს დაავალა.
თეირანის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პირველი დიპლომატი.
ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობდა თემაზე.