პარალელურ რეჟიმში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, ირანის საელჩოსთან.
აქციების მონაწილეთა ერთი ნაწილი ირანში დაწყებული პროტესტის შინაარსს იზიარებს, მეორე ნაწილი კი გმობს მოწოდებებს ხელისუფლების შეცვლაზე.
ირანის სასულიერო ლიდერისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან კრიტიკული შინაარსის პლაკატები ჰქონდათ, რასაც კონტრაქციის წარმომადგენლები ირანელი ხალხის შეურაცხყოფად აფასებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მსგავსი ფორმით აქციის ჩატარება აიკრძალოს.