ოთხი წლის წინ მიღწეული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ირანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე უარს ამბობს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თეირანმა ამერიკის მხრიდან ბირთვული საერთაშორისო შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლისთავზე. ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა თეირანი ამერიკული სანქციებისგან ვერ დაიცვა. პასუხად თეირანი ბრიუსელიდან გაფრთხილებას იღებს.