ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო სიტუაცია უკიდურესად იძაბება.
საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გაფორმებიდან ოთხი წლის შემდეგ, თეირანმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და ურანის მარაგები გაზარდა. ირანი აშშ-ის სანქციების მოხსნას და შეთანხმების მონაწილე ევროპის ქვეყნებში ამერიკული სანქციებით მიღებული ზარალის აღმოფხვრას ითხოვს. პარალელურად, არ წყდება აგრესიული რიტორიკა -ვაშინგტონი თეირანს, ირანი კი აშშ-ს და ისრაელს ემუქრება. ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება თეირანს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.