ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.
ოფიციალური თეირანი ამერიკას ისტორიული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ირანი სანქციების გაუქმებას ითხოვს.
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს ხელმოწერილი ისტორიული ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გარდა ამისა, ვაშინგტონმა პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ირანში ინვესტირება. ამ გადაწყვეტილებამ, ირანში ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა.