ირან-ისრაელის ურთიერთობები

მთავრობებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე,  ისრაელიდან ირანელი ხალხის მისამართით მეგობრული გზავნილები ისმის. ისრაელის მთავრობის მეთაურმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის საფეხბურთო ნაკრები შეაქო და თეირანის მოედანზე ისრაელ-ირანს შორის თამაზშზე დასწრება ინატრა. მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მოსახლეობას ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, წყალგაყვანილობისა და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა შესთავაზა.

ოფიციალური თეირანი ჯერ დუმს. ქვეყნის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი კი, ისრაელის წინააღმდეგ მტრული განწყობის გაღვივებას განაგრძობს. ქეთი თუთბერიძე არკვევდა, როგორია ისრაელის რბილი ძალა ირანის მიმართ?