ევროკავშირი ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გადარჩენას ცდილობს და ბრიუსელში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს.
ფსონზე მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტები დევს. მას შემდეგ, რაც ბირთვული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპულ კომპანიებს თეირანთან თანამშრომლობისთვის სანქციები დაემუქრათ. ირანის წინააღმდეგ ამერიკული ეკონომიკური სანქციების აღდგენის შემდეგ, საერთაშორისო კომპანიებს თეირანთან ბიზნესურთიერთობების გასაწყვეტად 6-თვიანი ვადა ექნებათ.
ქეთი ჩოხელი გიამბობთ.