20-21 ივნისის საქმე და ირაკლი ოქრუაშვილის ეპიზოდი. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.
მოწმეებმა, რომლებიც სამართალდამცველები არიან, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.