ირაკლი ოქრუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებით დაინტერესებას სთხოვს „გამარჯვებული საქართველო“ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“.
პარტიის წევრები ეკა გიგაურს შეხვდნენ. ისაუბრეს 20-21 ივნისის და ბუტა რობაქიძის საქმეებში ოქრუაშვილის ეპიზოდებზე. კოტე კემულარიას განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები არ აქვს.
ამავე მოთხოვნით პარტიის წევრები ომბუდსმენსაც შეხვდებიან.