„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე პარტიის რეგიონულ ლიდერებთან ერთად, თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება ნადირაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის. მისივე თქმით, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს.