ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.

ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

დეპუტატი ენ-დი-აის ხელმძღვანელის აღნიშნულ განცხადებას ცინიკურსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს და ხაზს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას უსვამს.

მეზურნიშვილის შეფასებით, მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება, ასეთი განცხადებები წყალს მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს.