სავალუტო ფონდის მონაცემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძისგან მოყვანილ ეკონომიკურ ციფრებს არავითარი რწმუნებულება არ გააჩნია. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. მათი თქმით, სწორედ ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა „ქართული ოცნების“ მიზანი და მსგავსი პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა. კობახიძის მოლოდინია, რომ ოთხი წლის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონეებში სხვაობა შემცირდება. ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, კობახიძე ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობად მშვიდობას მიიჩნევს.