ესტონეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა.
ბოლო სამუშაო შეხვედრა ირაკლი კობახიძეს ტალინში ესტონეთის პრემიერმინისტრთან ჰქონდა. იური რატასმა კიდევ ერთხელ გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველო და ესტონეთი მჭიდრო პარტნიორები არიან.
ქეთი ქაშაკაშვილი ტალინიდან.