საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დასრულდა. ირაკლი კობახიძე მოლდოვას პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით : “საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები”.
ვიზიტის დასასრულს კი კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.