პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. საკითხზე განცხადებები პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია მათ ტელევიზიიდან შეიტყვეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მსგავსი რამ მას არ უთქვამს.