ირაკლი კობახიძის განცხადება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას კოლეგებთან ერთად, საკითხში სიღრმისეული ჩახედვის შემდეგ მიიღებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ კანონპროექტი ისედაც მცირე მოსამართლეთა რაოდენობას შეამცირებს და სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას შეაფერხებს, კანონპროექტისთვის მხარდაჭერა რთული იქნება.