ირაკლი კობახიძის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, საკითხზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. როგორც ყოფილი სპიკერი ამბობს, რუსი დეპუტატის ხილვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის სავარძელში იყო მძიმე და მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყანაში ვიზიტის პირობებში ის ვერ დატოვებდა თანამდებობას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი პოზიცია პარტიის თავმჯდომარესთან დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე აქციის დაშლის საკითხსაც გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს.