უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველთა პირველადი სია ისევ განხილვის თემაა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა კანდიდატად. ირაკლი კობახიძე მოქმედი გენერალური პროკურორის დიდ საადვოკატო გამოცდილებაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი კანონის უპირატესობა და მთავარი მიღწევაა.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრირებულთა ჩამონათვალში 144 მსურველია. მათ შორის გენერალური პროკურორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.