„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გარემო მიმოიხილა და ყურადღება გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრისა და შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან საყურადღებოა მსჯავრდებული ხეჩუაშვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ბრალდებული გივი თარგამაძის თვალთვალის შემკვეთად მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. ირაკლი კობახიძემ ასევე ოპოზიციასაც მიმართა და მათ მარცხისთვის განწირულები უწოდა.
კიდევ რა განცხადებები გაკეთდა დღევანდელ ბრიფინგზე – დეტალურად პირდაპირ ეთერში თამარ წიკლაური ისაუბრებს.