ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მეჯლისის ორივე პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასპინძლებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო.
ირაკლი კობახიძემ ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტში დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტი ყვავილებით შეამკო. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრები ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან.