სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრა პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტს, ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს და ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.
დაგეგმილია პარლამენტის სპიკერის სიტყვით გამოსვლაც ვენის დიპლომატიურ აკადემიაში.