ირაკლი კობახიძე - მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის შემოღება არ არის დაგეგმილი
რაც შეეხება ახალი თანამდებობის, სახელმწიფო მდივნის პოსტის გაჩენას – ამასთან დაკავშირებით, განმარტებები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის შემოღება დაგეგმილი არ არის.
ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესსა და კონსულტაციებს დღეს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრემიერის ინიციატივა, სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებაში” დიდ მხარდაჭერას მიიღებს.
რაც შეეხება კონკრეტულად წულუკიანის უწყების საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრს უკვე აქვს საკუთარი წინადადებები, რომლებსაც პრემიერს წარუდგენს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში დარჩება.