ირაკლი კობახიძე დოჰაში შეხვედრებს მართავს

ირაკლი კობახიძე, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს, ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დოჰაში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა იყო.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას.