არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ ვახტანგ მაისაია და ირაკლი კაკაბაძე.
სამხედრო საკითხებში ექსპერტის და პუბლიცისტის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფება რუსი გენერალი, პაშკოვი და ის რუსეთის ყველა მოქმედებას აფინანსებს. ირაკლი კაკაბაძემ კრემლთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კავშირებზეც ისაუბრა და მაგალითად ერთი წლის წინანდელი ვიდეო ჩანაწერი მოიყვანა, რომელიც უკრაინულმა სპეცსასმახურებმა აღმოაჩინეს.