ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

„გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება. ევროკომისიის პრეზიდენტის მოწვევით ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. განხილული იქნება ის შესაძლებლობები, რომლებსაც დაკავშირებადობის თვალსაზრისით სთავაზობს ევროკავშირი სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლიტიკურად ასოცირებულ ქვეყნებს.

საკუთარ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი წარადგენს საქართველოს ხედვას, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.